"ტვ პირველის" ოპერატორს თავს დაესხნენ

2022-06-19 12:31:40

ბათუმში "ტვ. პირველის" ოპერატორ მურმან ზოიძეს რამდენიმე პირი თავს დაესხა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოპერატორის თქმით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ჩართვისთვის ემზადებოდა.

“ჩართვისთვის ვემზადებოდით, დაინახეს ტელეკომპანიის მიკროფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”,- განაცხადა მურმან ზოიძემ.

თავდასხმის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი საქმეზე დღის განმავლობაში გამოიკითხება.