უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2022-06-18 21:36:40

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას სხვა ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

როგორც ირკვევა, გარდაცვლილს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი მიჰყავდა სამშვიდობოს, რა დროსაც ზურგში ესროლეს.

უკრაინაში რუსეთთან ომს 13 ქართველი მებრძოლი შეეწირა.