ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მეორე მცირეწლოვანი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ.
დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.