აფეთქება ჩხოროწყუში - სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ბანკომატის მოსაპარად ააფეთქეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შენობა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.