სენაკი-ნოსირის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა კაცს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.
მოქალაქე ადგილზევე დაიღუპა, მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მანქანის მძღოლიც.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.