2022-06-09 12:36:06
ბათუმში, აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე 27 წლის ბიჭი კორპუსიდან გადმოვარდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.