დიდი რაოდენობით ცხედრები და წყლის მწვავე დეფიციტი

2022-06-06 11:26:34

რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ეპიდემიის პირველი ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო იტყობინება. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქალაქში კარანტინი პრაქტიკულად უკვე გამოაცხადეს.

ეპიდემიის გავრცელების მიზეზი, სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი, ნანგრევებში არსებული ცხედრები და საკანალიზაციო სისტემის დაზიანება გახდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს წყლის რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ.