2022-06-04 22:54:41
თბილისში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხიდზე მოძრაობდა, რა დროსაც ის პანდუსს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.