ყირიმ-კონგოს ცხელებით კაცი გარდაიცვალა

2022-05-30 15:45:16

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით 65 წლის კაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია.

როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ კაცს ქრონიკური დაავადებები აღენიშნებოდა, ყირიმ-კონგოზე ეჭვი ვერ მიიტანეს.

მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი დაგარჩენა ვერ მოხერხდა.