რაში ხარჯავენ ქართველები ფულს

2022-05-30 11:30:54

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.7 პროცენტით გაიზარდა და 798.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 19.0 პროცენტით გაიზარდა და 491.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 პროცენტს შეადგენს.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების კატეგორიების პროცენტული განაწილება:

  1. სურსათი, თამბაქო, სასმელი - 43.7%
  2. კომუნალური გადასახადები - 12.7%
  3. ჯანმრთელობა - 11.7%
  4. ტრანსპორტი - 10.9%
  5. ტანსაცმელი - 3.5%
  6. საოჯახო მოხმარების საქონელი - 3.4%
  7. განათლება - 2.0%
  8. სხვა სამომხმარებლო ხარჯი - 12.1%