ქვემო ქართლში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა

2022-05-29 12:37:53

2021 წელს, როგორც საქართველოში ისე ქვემო ქართლში, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.

ქვემო ქართლის რეგიონში გასულ წელს დაიბადა 5389 ბავშვი ხოლო გარდაიცვალა 5565 ადამიანი. შესაბამისად, უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ -167 შეადგინა.

ინფორმაციას აღნიშნული შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 979 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263 ბავშვი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -13 960 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა.