დაპირისპირება აქტივისტებსა და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრებს შორის

2022-05-28 17:42:08

ახმეტაში, სამოქალაქო აქტივისტებსა და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ჯგუფი ტრანსფარანტებით - "არა რუსეთს", "რუსეთი ოკუპანტია" არა ალტ ინფოს საქართველოში" ოფისთან გამოჩნდნენ და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტეს.

მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

რის გამოც პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი განარიდა.