ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 და 42 წლის კაცები ემსხვერპლნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ევაკუატორი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეზლეს.
"ინფო რუსთავი" მეტი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.