ახალი ვალდებულებები საბურავების, ზეთების, ბატარეების მწარმოებლებისთვის

2022-05-26 12:05:54

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1-ელ ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

ჯერ კიდევ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ვითვალისწინებდით მათ შენიშვნებსა და წინადადებებს. ვფიქრობ, კომპლექსური მიდგომებით, უდავოდ მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს“- ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ხაზი გაუსვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტების განხორციელების ვადებს და აღნიშნა, რომ ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების კუთხით.