ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.