მეორე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2022-05-24 14:26:42

ქუთაისში მეორე დღეა 37 წლის კაცს ეძებენ.

გაუჩინარებული მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის თანამშრომელია, ის კავშირგაბმულობის განყოფილებაში მუშაობს.

ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი ბოლოს ქუთაისში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ვიდეოკამერაში ფიქსირდება.

"23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება (ქუთაისი) პასილოკში მდებარე მაგნიტის კამერებში და სავარაუდოდ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა", - წერენ სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ფოტოზე მამაკაცის ამოცნობის შემთხვევაში ოჯახს დაუკავშირდით ნომერზე: 598444650