თბილისში, დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან, კაცმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით კაცი დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია მოთავსებული.