ქარელის მუნიციპალიტეტში, რუისთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.