ქვემო ქართლში ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

2022-05-23 11:16:54

საქართველოს მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, ქვემო ქართლის რეგიონი პირველ ადგილზეა.

მავნე ნივთიერებების გაფრქვევა რეგიონების მიხედით ასე გამოიყურება:

  • ქვემო ქართლი - 40.4%
  • იმერეთი - 24.4%
  • შიდა ქართლი - 14.2%
ნაკლებად დაბინძურებულ რეგიონებს მიეკუთვნება სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი, აქ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ოდენობა 4% - სარ სცილდება.
ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ საქსტატი ავრცელებს.