ქმარმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

2022-05-21 22:30:23

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლე შვილების თვალწინ მოკლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით 40 წლამდე ქალს კაცმა მრავლობითი ჭრილობა სხეულის სხვდასხვა ნაწილზე ცივი იარაღით მიაყენა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს