თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სიტყვიერი დაპირისპირება ერთი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ ორი კაცი, მათ შორის გარდაცვლილის ძმა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
კონფლიქტის კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.