ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის ბიჭი სიცოცხლე ემსხვრპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის დრო გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი და დაშავდა კიდევ სამი მგზავრი.
დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.