ბიჭმა შეყვარებულს მეოთხე სართულზე სატვირთოს მანქანიდან სერენადა უმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა რუსეთში, ციმბირის ქალაქ ბისკში მოხდა. ახალგაზრდამ შეყვარებულთან შესარიგებლად მის დაბადების დღეზე სატვირთოს მანქანა ბუშტებით მორთო და ამწეს საშუალებით მეოთხე სართულის საძინებლის ფანჯარასთან ავიდა.
BBC-ის ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიციას გამოუძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდაცავებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდას კანონი არ დაურღვევია.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.