თურქეთის ქალაქ რიზეში, ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში, სადაც ქართველები არიან დასაქმებულები, მუშების მოტივაციისთვის მუსიკას უკრავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ჩაის პლანტაციის მფლობელმა სედატ პაპაკერმა ქართველი მუშების ეფექტიანობის გაზრდისთვის ახალი მეთოდი შემოიღო. მისი თქმით, თუ ქართველი მუშები დღის განმავლობაში 250 კილოგრამ ჩაის კრეფდნენ, მუსიკის ფონზე ჩაის დღიური მოსავალი 300 კგ გაიზარდა.
ვიდეოს თურქული პორტალი ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს თურქეთის რესპუბლიკაში ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა.