რამდენი მგზავრი გადაიყვანა რუსთავი-თბილისის ავტობუსებმა 1-ელ დღეს

2022-04-14 13:09:02

რუსთავი-თბილისის მიმართულებით დანიშნული ავტობუსები გუშინ, დაახლოებით, 1 500-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის მერიიდან მიაწოდეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით პირველი ავტობუსი 08:00 საათზე გავიდა, თბილისიდან კი ბოლო მარშრუტი 22:40 წუთზე შესრულდა.

შეგახსენებთ, 13 აპრილიდან, თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრები ავტობუსებსაც გადაჰყავს. მგზავრთა აყვანა რუსთავის შემოსასვლელიდან ხდება, ბოლო გაჩერება კი ისნის მეტროსადგურია.