FOX news-ის ჟურნალისტი უკრაინაში სიკვდილს გადაურჩა

2022-04-08 12:24:18

ამერიკული ტელეარხის FOX news-ის ჟურნალისტმა, ბენჯამინ ჰოლმა რომელიც, სამი კვირის წინ უკრანაში სიკვდილს გადაურჩა, საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გაავრცელა ტვიტერის გვერდზე. ჟურნალისტი მიღებულ ტრავმებს და ჩატარებულ ოპერაციებს ჩამოთვლის და ყველას მადლობას უხდის, ვინც მისი სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნა.

„რომ შევაჯამო დავკარგე ერთი ფეხის ნახევარი და მეორე ფეხის ტერფი, ხელის ერთ მტევანს ნაწილებისგან აწყობენ, ცალი თვალიდან ვერ ვხედავ და საკმაოდ დაზიანებული მაქვს სმენა, მაგრამ ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ ახლა აქ რომ ვარ და ის ისაა საოცარი ხალხი, ვინც მე აქ მომიყვანა", - ამბობს ჰოლი.ის უკრაინის საომარი მოქმედებების ზონიდან ჯერ კიევის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ გერმანიის კლინიკაში, მოგვიანებით კი აშშ-ის ტეხასის მთავარ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მრავალი ოპერაცია ჩაუტარდა.