უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 165 ბავშვი დაიღუპა

2022-04-05 11:26:46

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად 165 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის 264 ბავშვია დაშავებული.„4 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. მათგან, 161 ბავშვი დაიღუპა და 264 – დაშავდა. ეს მონაცემები არ არის საბოლოო“,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

დაბომბვის შედეგად 869 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 83 სრულად განადგურებულია.