ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა რუსული Yandex.Navigator სერვისი გატეხა. ახლა აპლიკაცია „ლაპარაკობს" უკრაინელი დრამატურგის და მხატვრის, ლეს პოდერვიანსკის ხმით. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა განახორციელეს თავდასხმა და წაშალეს წვდომა ყველა კლიენტის მოწყობილობაზე, რომლებზეც აპლიკაცია იყო დაინსტალირებული. გარდა ამისა, მათ ამოიღეს ხმოვანი ასისტენტების ყველა ვერსია. ამის ნაცვლად, ჰაკერებმა დააინსტალირეს ახალი ხმის მოდული.
ახლა ჩვეულებრივი ხმოვანი ასისტენტის ნაცვლად, რუსები უკრაინელი დრამატურგის გინებას უსმენენ.