რუსთავის შპს „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-სთვის, მშენებელთა ქუჩაზე არსებული სტადიონის სასტუმროსა და სასადილოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერიც გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაცია სამუშაოების დროს მოგდება როგორც შენობის შიდა ასევე გარე ნაწილის განახლება.
ამისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 207 907 ლარი დაიხარჯება.