2017 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 19.5 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი გასცეს.
ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისის მდგომარეობით 4.4 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემს (2.8 მილიარდი ლარი) 1.6 მილიარდით ლარით აღემატება.
რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, მიმდინარე წელს 3.7 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 3.9 მილიარდი ლარის.
ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.2 მილიარდი ლარი იყო. სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ენერგეტიკის დარგში (1.6 მილიარდი ლარი) გაიცა, მას მოსდევს მშენებლობა ( 0.8 მილიარდი ლარი ) და ვაჭრობა (0.5 მილიარდი ლარი).