პუტინი ომისთვის მებრძოლებს ქირაობს

2022-03-26 14:27:39

ჰეზბოლას ჯგუფი დათანხმდა უკრაინაში 800 მებრძოლის გაგზავნას რუსეთის ფედერაციის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მათ უკრაინელების მკვლელობისთვის თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა ჰეზბოლას მებრძოლებთან შეხვედრა გამართეს. სავარაუდოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება 800 მებრძოლის დაქირავებაზე. მათგან 200 ბელორუსიაში თვის ბოლომდე უნდა გადაიყვანონ.
რუსები ჰეზბოლას მებრძოლებს ყველაზე გამოცდილი ალ-აბასისა და ალ-რადვანის ბატალიონებიდან იღებენ.

„ჰეზბოლას ქვედანაყოფები, რომლებიც უკრაინაში მიდიან, შეიძლება იყოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე ზემოქმედების მთავარი ფაქტორი. ჰეზბოლა არის შეკრული, უნარიანი, თანამედროვე გამოყენებითი არმია. ფაქტობრივად, ბრძოლა ჰეზბოლას ცხოვრების წესია", - ნათქვამია განცხადებაში.