"მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო"

2022-03-17 13:14:51

მარიუპოლის თეატრში, რომელიც რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა ადამიანები გადარჩნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორც გადარჩენილთა, ასევე დაღუპულთა რიცხვი.

ინფორმაციას ამის შესახებ რადას დეპუტატი ავრცელებს.

"საშინელი ღამის შემდეგ, უვიცი ომის 22-ე დილას, საბოლოოდ კარგი ამბები გვაქვს მარიუპოლიდან. თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო, ხალხი ცოცხლები გამოდიან," - წერს რადას დეპუტატი სერგიი ტარუტა.

მანამდე განცხადება გაავრცელა, უკრაინის პროკურატურამ დაწერა. უწყებამ განაცხადა, რომ მარიუპოლის თეატრში "სადაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანი თავშესაფარში იმყოფებოდა, ძირითადად კი ქალები და ბავშვები" არის მსხვერპლი - მათ შორის, ბავშვებიც. უწყება დასძენს, რომ მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მარიუპოლის თეატრში გუშინ დაიბომბა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იქ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თეატრი დაბომბეს იმის მიუხედავად, რომ მის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა - "ბავშვები".