უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
16 დღიანი ომის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული შტაბის ინფორმაციით, მოკლულია 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.
რუსებს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:
362 - ტანკი
1205 - საბრძოლო ჯავშანტექნიკა
135 - საარტილერიო სისტემები
62 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS)
33 - საჰაერო თავდაცვის სისტემები
58 - თვითმფრინავი
83 - ვერტმფრენი
585 - ავტომობილი
3 - გემი/ნავი
60 საწვავის ავზი
7 - ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი
უკრაინის შეიარაღებული შტაბის განმარტებით, ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.
რაც შეეხება უკრაინელების დანაკარგს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ მხარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 491 ობიექტი დააზიანეს.
მათ შორის, გაანადგურეს:
123 უპილოტო საფრენი აპარატი
1127 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
115 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
423 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები
934 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა