აპლიკაცია Photolab - მხარდაჭერის გამოხატვა თუ საფრთხე რუსეთისგან

2022-03-07 13:42:07

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ აპლიკაცია Photolab (Photolab.me), რომლის მეშვეობითაც ადამიანები საკუთარ ფოტოებს ამუშავებენ და ამით უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ, რუსული დაზვერვის პროექტია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ყველას, ვისაც ეს აპლიკაცია ჯერ კიდევ არ ჩამოუტვირთავს საკუთარ მოწყობილობაში, თავის შეკავებას ურჩევს.

რუსული სადაზვერვო სამსახურები აქტიურად იყენებენ აპლიკაციებს, რომლებიც საკუთარი სურათის გაზიარებას ითხოვს ნებისმიერი საბაბით. მაგალითად, რამდენიმე წლის წინაც ფართოდ გავრცელებული აპლიკაცია მომხმარებლის ფოტოს მიხედვით სიბერის ვიზულის მოდელირებით პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან. ამ მეთოდით ხდება ადამიანზე ბიომეტრიულ და სხვა ტიპის მონაცემებს შეგროვება.