რუსთავის მერი საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნაზე

2021-02-22 20:17:26

"თუ ავტოფარეხები რუსთავის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, მოვალე ვარ, რომ ჩავერთო ნებისმიერ საკითხში",- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, რა პოზიცია ექნება მას და მის გუნდს წარმომადგნელობით ორგანოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფზე.

"სამუშაო ჯგუფის შექმნას წარმომადგენლობით ორგანოში აუცილებლად სჭირდება თავმჯდომარის თანხმობა და შესაბამისი პროცედურების გავლა. არ ვიცი ეს სამუშაო ჯგუფი რა ფორმითაა შექმნილი და ეს არის ინიციატივა, თუ უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, არ მაქვს ინფორმაცია. დაველოდოთ საკრებულოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკა გვჭირვშირებით.

ჩვენ არ გვჭირდება სამუშაო ჯგუფები, ისედაც ვხვდებით მოსახლეობას. გავდივართ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც აწუხებთ ყოველდღიურად. მათ შორის, თუ ავტოფარეხები იქნება ის საკითხი, რომელიც რუსთავის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, მოვალე ვარ, რომ ჩავერთო ნებისმიერ საკითხში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ავტოფარეხებზე მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორად ურბანული განვითარება, სწორი არქიტექტურული ხედვა, სოციალური პოლიტიკის განხორციელება, ახალგაზრდების განათლება და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება აქტუალური, მე როგორც მერი, ვალდებული ვარ და აუცილებლად ჩავერთვები...

საკრებულოს უმრავლესობამ სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება საერთოდ არ ვიცი. ეს იყო ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება. ვყოფილვარ საკრებულოს წევრი და ვიცი რეგლამენტით რა არის დადგენილი, აუცილებელია თავმჯდომარის თანხმობა, რომ სამუშაო ჯგუფი შედგეს და შესაბამისი პროცედურები სჭირდება. შესაბამისად, ინიციატივები ბევრს აქვს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, არაერთი ღიმილის მომგვრელი ინიციატივა აქვს, თუ ოფიციალურად შექმნიან სამუშაო ჯგუფს და პროცედურებს გაწერენ, ჩვენც შესაბამისად მივუდგებით ამ საკითხს
",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" წარმომადგენლობით ორგანოში სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, სამუშაო ჯგუფის მთავარი საქმიანობა არჩევნებზე გაცემული დაპირება, მოქალაქეებისთვის 600-დან 900 კვადრატული მიწების გადაცემა და ავტოფარეხების დაკანონება იქნება.