რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქნმა [video]

2022-02-17 12:25:45

რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც  რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების გადაცემაზე იმუშავებს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე უხელმძღვანელებს და მათი ძირითადი საქმიანობა, არჩევნებზე გაცემული დაპირება, მოქალაქეებისთვის 600-დან 900 კვადრატული მიწების გადაცემა და ავტოფარეხების დაკანონება იქნება.

"თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელზეც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები და მიწის ნაკვეთები, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს.

სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე. ის დაიწყებს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ის ქონება, რომელიც ისედაც მათ ეკუთვნით და ხელისუფლება ჩაფრენილია და არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ ისარგებლონ ამ ქონებით, გადაეცეთ, ისარგებლონ და იყვნენ ოდნავ უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არიან.

კარგად ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებას არ ენანება მათი მაღალჩინოსნებისთვის ჰექტრობით მიწები საუკეთესო საკურორტო ადგილებზე.

პარალელურად ამისა ვხედავთ, რომ მათ ენანებათ რუსთაველებს გადასცენ 600 და 900 კვადრატული მიწის ნაკვეთი, დაუკანონ მათი კუთვნილი ავტოფარეხები. დიახ ასეთია ქართული ოცნება და მათ საპირისპიროდ ვაპირებთ, ის ქონება, რაც ეკუთვნის ხალხს და ამ შემთხვევაში რუსთაველებს, საკრებულოში ვართ უმრავლესობაში და მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ხალხს გადავცეთ მიწები.

იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში არ იქნება შეფერხება ქართული ოცნებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან",- განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძის თქმითვე, მისი პარტია საქართველოს პარლამენტში დაპირების განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებსაც დააინიცირებს.