რუსთავის მერიაში არქიტექტურის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
კობა ძლიერიშვილი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.
კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტერქტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკ
ადემიის პრემიის ლაურიატი, დღემდე იყო შპს , ,,ქართველი ხუროთმოძღვრის" დირექტორი.