რუსთავში კოვიდზე გატესტილთა ნახევარს ინფიცირება უდასტურდება

2022-02-01 19:29:28

რუსთავში კორონავირუსსზე გატესტილთა ნახევარი ინფიცირებულია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 188 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 286 პირი შემოწმდა.

მათ შორის 32 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 238 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 28 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.