გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. მერსედესის მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.
მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. გარდა მაისა, ის სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.
ადგილზე შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება. ნახეთ ვიდეო.