რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

2022-01-31 12:42:15

რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია აირჩია.

შეროზია სხდომაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მან 18 ხმა დააგროვა. "საქართველოსთვის" წევრს მხარი საკუთარი პარტიისა 3-მა და "ნაციონალური მოძრაობის" 15-მა წევრებმა დაუჭირა.

წარმომადგენლობით ორგანოში "ქართული ოცნების" წევრებმა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.