რუსთავის საკრებულოზე თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატი დაასახელეს

2022-01-31 12:24:12

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-2 სხდომაზე თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატი წარადგინეს.

"ქართული ოცნების" წევრებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, კანდიდატურაც არ დაუყენებიათ.

ასევე კანდიდატურა არ წარუდგენიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულია პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია.

ამ დროისთვის სხდომაზე გამოცხადებულია შესვენება.