რუსთავში მიცვალებულები ერთმანეთში აერიათ

2022-01-29 18:19:05

კლინიკა „რუსთავში“ გარდაცვლილი ქალბატონები ოჯახის წევრებს ერთმანეთში აერიათ.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილებს საკუთარი სახელი და გვარი მითითებული ჰქონდათ, ერთ-ერთი მიცვალებულის ოჯახის წევრებმა, სახლში შეცდომით სხვა მიცვალებლი გადაასვენეს.

ორივე ქალბატონი, კოვიდ19-ის დიაგნოზთ გარდაიცვალა.