ლარი დღის მანძილზე რამდენჯერმე გაუფასურდა

2017-09-05 21:31:57

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღის მანძილზე კიდევ 5 პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა დილით 2.455 ლარად, შუადღით 2.487 ლარად, ხოლო საღამოს 2.508 ლარად იყო შესაძლებელი. ამ მომენტისთვის 1 დოლარის გაყიდვა 2.493 ლარად მოგიწევთ. ეროვნული ბანკის ცნობით კი 1 დოლარის ღირებულება 2.492 ლარია. გაცვლითი კურსი შედარებით მაღალი იყო კომერციულ ბანკებში.