რუსთავში ბოლო დღეებში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.
კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 107 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 246 პირი შემოწმდა.
მათ შორის 39 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.
კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 349 პირი გამოიკვლიეს.
მათ შორის 9 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.