რუსთავის ბაღებში ვაკანსიები გამოცხადდა

2022-01-24 17:52:45

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება ვაკანტურ პოზიციებზე კონკურს აცხადებ. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

"სასაწავლო სააღმზრდელო პროცესების მმართველი (მეთოდისტი), 15 ვაკანტური პოზიცია:

• სრული სამუშაო განაკვეთი;

• თანამდებობრივი სარგო 4-6 ჯგუფიან ბაღში დარიცხული თვეში 1000 ლარი;

• თანამდებობრივი სარგო 8 დან 13 ჯგუფიან ბაღში  დარიცხული თვეში 1130 ლარი.

მოთხოვნები:

• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი  ნებისმიერ მიმართულებაში/სპეციალობაში;

• აღმზრდელის ან ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელთათვის პერსონალური ასისტენტი, 6 ვაკანტური პოზიცია:

• არასრული სამუშაო განაკვეთი;

• თანამდებობრივი სარგო დარიცხული თვეში 260 ლარი.

მოთხოვნები:

უმაღლესი ან პროფესიული განათლება (დაიშვება შესაბამისი პროფესიის სტუდენტიც) ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

1. საბუთების შერჩევა 01.02.2022 დან 04.02.2022 მდე;

2. გასაუბრება 7-8-9 თებერვალი 2022 წ. მისამართი: ქ.რუსთავი, კოსტავას ქ.#20", - ნათვქამია განცხადებაში.