რუსთავში დევნილებისთვის სახლები აშენდება

2022-01-24 11:05:25

რუსთავში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავსა, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში ჩვენ უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია.