რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2022-01-22 00:44:25

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 92 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 173 პირი შემოწმდა.

მათ შორის ვირუსი 25 პირს "პსრ" კვლევით დაუდგინდა.

კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 246 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის ვირუსი 13  პირს "პსრ" კვლევით დაუდგინდა.