რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-01-20 23:12:52

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 11:00-დან 13:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის, მშენებელთა, 1 მაისის, ნიკოლაძის, იოსებიძის, დუმბაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.