რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-01-19 00:53:05

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, აზოტის მეტალურგიული ქარხნის, მშენებელთა, ბალანჩივაძის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.