რა განაცხადები შევიდა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში

2017-09-04 16:05:00

საინიციატივო ჯგუფებმა #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 მაჟორიტარი და მერობის ერთი კანდიდატი წარადგინეს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 სექტემბერი იყო. საოლქო საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიების საფუძველზე განაცხადებს განიხილავენ და კომისიის თავმჯდმარის გადაწყვეტილებით დაარეგისტრირებენ. „ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ან დარეგისტრირდებიან კანდიდატებად, ან არ დარეგისტრირდებიან, ან ხარვზების არსებობის შემთხვევაში მათ მიეცემათ 2 დღიანი ვადა, ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად“ - აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საინიციატივო ჯგუფებმა 3 მაჟორიტარი, ირაკლი დოლაბერიძე, ზაზა წივწივაძე და აკაკი ნიკოლაიშვილი, მერობის კანდიდატად კი ეგუჯა ქოჩიაშვილი წარადგინეს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არცერთ კანდიდატურაზე განაცხადი არ შესულა. პარტიებმა როგორც მერობის კანდიდატები, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურები, არჩევნებამდე, არაუმეტეს 30 დღით ადრე, 21 სექტემბრამდე უნდა დაარეგისტრირონ.